შენახვა გამოძახებით

დაგღალათ შემნახველი საკნების მოუხერხებლობამ და ზედმეტმა ხარჯმა ?

წარმოგიდგენთ დეპოს - მარტივ და უსაფრთხო გადაწყვეტილებას. დაემშვიდობეთ სტრესს, რომელიც გამოწვეულია თქვენი ნივთების საცავამდე და უკან ტრანსპორტირების დროს და ნება მოგვეცით, გაგიმარტივოთ საქმე. ჩვენი  გუნდი  წამოიღებს, დაასაწყობებს და საჭიროებისას უკან დაგიბრუნებთ თქვენს ნივთებს უსაფრთხოდ და სწრაფად. მნიშვნელობა არ აქვს, რისი შენახვა გსურთ: ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები თუ ჩანთები. ან იქნებ საქართველოს სტუმრობთ რამდენიმე კვირით და მოგზაურობაში ხელს გიშლით დამატებითი ბარგი- დეპო მზადაა, დაგეხმაროთ.

როგორ მუშაობს ?

  • მოითხოვეთ ნივთების წაღება ონლაინ რეჟიმში - გვითხარით, რისი შენახვა გსურთ და მოსახერხებელი დრო, როდის გინდათ, რომ ეს ნივთები წავიღოთ. ჩვენ დაგიგეგმავთ გადაზიდვას და მოვალთ შეთანხმებულ დროს. დაგვიკავშირდით 

 

  • ჩვენი წარმომადგენლები მოვლენ თქვენთან - ჩვენ წამოვიღებთ თქვენს ნივთებს. იმ შემთხვევაში, თუ ნივთების შესანახად გჭირდებათ ყუთები ან კონტეინერები, მოგიტანთ მათ და გექნებათ დრო ნივთების ჩასალაგებლად. თქვენი ბინიდან ან ოფისიდან წამოვიღებთ ნივთებს ჩვენი ავტომობილით, თქვენ არ გჭირდებათ მათ ტრანსპორტირებაზე ზრუნვა.

 

  • ჩვენ შევინახავთ თქვენს ნივთებს - ჩვენ შევინახავთ თქვენს ნივთებს დაცულ და უსაფრთხო ადგილას თბილისში, სადაც არის სუფთა გარემო და დაცვის თანამედროვე სტანდარტები.

 

  • შეგიძლიათ უკან გამოითხოვოთ თქვენი ნივთები ონლაინ რეჟიმში - იმისათვის, რომ ნივთები მიიღოთ უკან, უბრალოდ დაუკავშირდით ჩვენს წარმომადგენელს და  გამოითხოვეთ ისინი უკან. ჩვენი გუნდი დაგიბრუნებთ ნივთებს თქვენს მიერ მოთხოვნილ დროსა და ადგილას.

სერვისები

გაქვთ შეკითხვები? დაგვიკავშირდით!

შეავსეთ მოცემული ველები და ჩვენი მენეჯერი მალე დაგიკავშირდებათ

გამოგვიგზავნეთ ნივთის სურათი და მიიღეთ განფასება

სურათის ატვირთვა