რამდენიმე რჩევა ნივთების შეფუთვაზე :
1. გაწმინდეთ/გარეცხეთ და კარგად გააშრეთ ნივთები შენახვამდე: ჭუჭყი და ნესტი იზიდავს მავნებლებს, რომლებმაც შეიძლება დააზიანონ თქვენი ნივთები .
2. დაშალეთ ავეჯი: ისეთი როგორიცაა საწოლი, მაგიდა , თაროები და ა.შ . ეს დაგეხმარებათ სივრცის დაზოგვაში და მოგცემთ მათი უსაფრთხოდ შენახვის გარანტიას.
3. გამოიყენეთ სწორი შესაფუთი მასალები: მაღალი ხარისხის ყუთები, შესაფუთი ქაღალდი და ა.შ
4. დაახარისხეთ ყუთები სწორად: დააწერეთ ყუთებს გარედან, თუ რა დევს შიგნით, მაგ.: ჭურჭელი - ფრთხილად, მსხვრევადია ; წიგნები - ფრთხილად, მძიმეა და ა.შ .
5. მძიმე ნივთები პატარა ყუთებში შეფუთეთ: ეს თავიდან აგაცილებთ ყუთების ზედმეტად დამძიმებას.
6. მსხვრევადი ნივთები შეფუთეთ სპეციალური ქაღალდით, მოათავსეთ ყუთის ცენტრში და გარშემო მოაყარეთ შესაფუთი ქაღალდი ან ნახერხი.
7. შევსეთ ცარიელი სივრცე ყუთებში : ეს დაგეხმარებათ დააფიქსიროთ ნივთები ყუთებში და თავიდან აიცილოთ მათი მოძრაობა.
8. შეინახეთ ყუთები პალეტზე ან თაროებზე.
9. ძვირფასი ნივთები შეინახეთ ცალკე: ნუ შეურევთ ძვირფას ნივთებს სხვა ნივთებთან, მაგალითად დოკუმენტებს ან სამკაულებს ტანსაცმელთან ან წიგნებთან.
გამოიყენეთ ეს რჩევები და თქვენი ნივთები საიმედოდ იქნება დაცული.