ვებგვერდზე ანგარიშსწორება მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი:

  • VISA, MASTERCARD,
  • AMERICAN EXPRESS
  • უცხოური ბარათით.

დეპო- ესაა უსაფრთხო და თანამედროვე სასაწყობე სივრცე, რომელიც გთავაზობთ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს ინოვაციას შესანახი სივრცის თქვენთან მოტანით. ეს მომსახურება კი გულისხმობს, რომ ჩვენ წამოვიღებთ თქვენს ნივთებს, შევინახავთ მათ და უკან დაგიბრუნებთ ნებისმიერ მისამართზე სასურველ დროს. 

ობიექტი აღჭურვილია 24/7 დაცვით, სამეთვალყურეო კამერებით, ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლირებადი მექანიზმებითა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით. ეს ყველაფერი კი უზრუნველყოფს თქვენი ნივთების უსაფრთხო შენახვას ჩვენს საწყობში.

დეპო გაძლევთ საშუალებას სამუშაო დროს , ორშაბათი-პარასკევი 9:30-18:00, გქონდეთ წვდომა თქვენს ნივთებზე. 

დეპო გთავაზობთ თქვენზე მორგებულ პირობებს, შესაბამისად შესაძლებელია როგორც მოკლე ისე გრძელვადიანი თანამშრომლობა. თუმცა, პირველ თვეს მოქმედებს ფიქსირებული გადასახადი, რაც  ნიშნავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა 1 დღით გვიტოვებთ ნივთებს თუ სრულად იყენებთ 1 თვეს, მაინც მოგიწევთ სრული თვის გადასახადის დაფარვა. ასევე, იმ შემთხვევაში თუ შენახვის საფასურის ჯამური თანხა 50 ლარზე ნაკლები იქნება, დაგერიცხებათ მინიმალური გადასახადი 50 ლარის ოდენობით. მოცემული პირობა ვრცელდება მხოლოდ 1-ელ თვეზე. 

დეპო არ ინახავს რაიმე მასალას, რომელიც არის ძლიერ აალებადი (გარდა ქაღალდისა), ფეთქებადი, ტოქსიკური, რადიოაქტიური ან ისეთი თვისების მქონე, რითიც შეიძლება მიიზიდოს მავნებლები ან მწერები, ან რომლებიც სხვაგვარადაა უკანონო, სახიფათო ან საშიში.

კლიენტმა არ უნდა შეინახოს ფასიანი ქაღალდები, ასევე საიუველირო ნაწარმი, ჩეკები, ბილეთები ან სხვა საგნები, რომლებსაც   გააჩნია   მათთვის   თვისობრივად დამახასიათებელი  საბაზრო  ღირებულება. 

დეპოს ჰყავს გამოცდილი გუნდი. იგი საკუთარი პერსონალითა და ტრანსპორტით გადაზიდავს ნივთებს მთელი თბილისის მასშტაბით. დეპოს საწყობი მდებარეობს თბილისში. ტრანსპორტირების დაგეგმვამდე აუცილებელია ნივთების ტევადობისა და ზომების შეფასება. დაგვიკავშირდით , რათა გაიგოთ უფრო მეტი ამ სერვისის შესახებ. 

ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, რადგან ფასი დამოკიდებულია შესანახი ნივთების სახეობაზე, წონაზე, ზომაზე, მოცულობასა და შენახვის ვადებზე. განფასების მისაღებად დაგვიკავშირდით და ჩვენ უმოკლეს დროში გიპასუხებთ.

 

თქვენი ნივთები ინახება თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ საწყობში, რომელიც აღჭურვილია ტენიანობისა და ტემპერატურის კონტროლით, თანამედროვე სახანძრო სისტემით, 24/7 დაცვით და სიგნალიზაციით.

მისამართი : თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის 15ა .