როგორ მუშაობს?

1

მოითხოვეთ ნივთების წაღება ონლაინ რეჟიმში.

გვითხარით რა ნივთების შენახვა გსურთ. გვითხარით დრო, როდის გსურთ, რომ ეს ნივთები წავიღოთ და ჩვენ მოვალთ მოთხოვნილ დროს!

2

ჩვენი წარმომადგენლები მოვლენ თქვენთან.

ჩვენ წამოვიღებთ თქვენს ნივთებს. იმ შემთხვევაში, თუ ნივთების შესანახად გჭირდებათ ტომრები, მოგიტანთ მათ და გექნებათ დრო ნივთების ჩასალაგებლად. თქვენი ბინიდან ან ოფისიდან წამოვიღებთ ნივთებს ჩვენი ავტომანქანით, თქვენ არ გჭირდებათ მათ ტრანსპორტირებაზე ზრუნვა.

3

ჩვენ შევინახავთ თქვენს ნივთებს.

ჩვენ შევინახავთ თქვენს ნივთებს დაცულ და უსაფრთხო ადგილას თბილისში, სადაც არის სუფთა გარემო და დაცვის თანამედროვე სტანდარტები.

4

შეგიძლიათ უკან გამოითხოვოთ თქვენი ნივთები ჩვენი ონლაინ პორტალის საშუალებით.

იმისათვის, რომ ნივთები მიიღოთ უკან, უბრალოდ შედით თქვენს ანგარიშზე და გამოითხოვეთ ისინი უკან. ჩვენი წარმომადგენლები დაგიბრუნებენ ნივთებს თქვენ მიერ მოთხოვნილ დროსა და ადგილას.

რისი შენახვა გსურთ?

აირჩიეთ ნივთი, რომლის შენახვაც გსურთ, მიუთთეთ შესაბამისი რაოდენობა, დააჭირეთ ღილაკს “კალათში დამატება” და გადაიხადეთ სერვისის საფასური. ეს ასეთი მარტივია!

ფასები, რომელსაც ხედავთ, განსაზღვრულია ერთი ნივთის შენახვისათვის ერთი თვის მანძილზე. ნივთების ტრანსპორტირება არის უფასო. ჩვენ მოგაწვდით ტომრებს უფასოდ, იმ შემთხვევაში, თუ მათი გამოყენება გსურთ ნივთების შესანახად.