
ჩვენს შესახებ
2017 წელს, დასტას გუნდმა შექმნა ახალი მიმართულება – დეპო. მისი მიზანია უზრუნველყოს მომხმარებელი იგივე ხარისხის მომსახურებით, რაც აქამდე მხოლოდ ორგანიზაციებს ქონდათ.
ჩვენ შეგვიძლია წამოვიღოთ თქვენი ნივთები, შევინახოთ ისინი და უკან დაგიბრუნოთ სურვილის შემთხვევაში. საწყობი, რომელშიც ნივთები ინახება არის თანამედროვე და დაცული. გარდა ამისა, დეპო უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის შესაფუთ მასალას, ნივთების უსაფრთხო შენახვისა და გადაადგილებისთვის. მოკლედ, დეპო გეხმარებათ გაინთავისუფლოთ სიცრცე და გახადოთ ცხოვრება უფრო მარტივი.
დასტას შესახებ
დასტა საქმისწარმოებისა და არქივის მართვის პირველი პროფესიონალური კომპანიაა, რომელიც 2014 წელს დაარსდა საქართველოში. დასტა თავის კლიენტებს სთავაზობს დოკუმენტების შენახვის, მათი ციფრულ ფორმაში გადაყვანისა და განადგურების მსოფლიო სტანდარტების შესაბამის მომსაურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. საქართველოში მომუშავე თანამშრომლებით, გამოცდილი საერთაშორისო პარტნიორებით, თანამედროვე საარქივე დაწესებულებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით, დასტა თავის კლიენტებს აძლევს საშუალებას დაზოგონ ხარჯები,შეამცირონ დოკუმენტების შენახვასთან დაკავშირებული რისკები და გაზარდონ ეფექტიანობა. დასტას აქციონერები არიან ქართველი, ამრეიკელი, ფრანგი და ჰოლნდიელი პირები. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.drm.ge